9/14/2011
გიორგი კახელიშვილი - კოლხეთიდან ქებაძეს გამოვარჩევდი (EN)

საქართველოს ჩემპიონატის  მეექვსე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი სტუმრად ზუგდიდში ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება. მოახლოებული შეხვედრის შესახებ მცირედი კომენტარი ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გიორგი კახელიშვილმა გააკეთა.

გიორგი კახელიშვილი - კოლხეთი კარგი კლუბია და მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მეტოქე ანგარიშგასაწევი გუნდია, მითუმეტეს მათთან გასვლითი შეხვედრა გველის. გასვლაზე მოგება  იოლი საქმე არც წელს იქნება. მიუხედავად მეტოქის მიმართ პატივისცემისა, ჩვენ ყველა შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. მეტოქე გუნდიდან  ლაშა ქებაძეს და ნახევარდაცვის ხაზს გამოვარჩევ. ფოთელებს ძალიან გამოცდილი და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მეტოქე გუნდის სუსტ წერტილებზე საუბარი კი ნამდვილად მიჭირს. ზუგდიდში გასამართ შეხვედრაში ვეცდებით მეტოქეზე მინიმუმ ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ჩვენს ქულათა სამი ქულა შევმატოთ. აღსანიშნავია, რომ ფოთელთა რიგებში ყოფილი დინამოელი, ალექსანდრე ინწკირველი თამაშობს, რომლის მიმართაც გიორგი კახელიშვილი დადებით სიტყვებს არ იშურებს და მის სათამაშო კლასსაც მაღალ შეფასებას აძლევს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024