დინამოელებმა დღეს დილით დიღმის ბაზაზე ივარჯიშეს და 16.00 საათზე გეზი დასავლეთ საქართველოსკენ აიღეს. გუნდი ანაკლიაში სასტუმრი ანაკლიაში დაბინავდება და შაბათს ზუდიდში გაემგზავრება, სადაც 16.00 საათზე საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს.ალექს გარსიას გადაწყვეტილებით ფოთის კოლხეთთან სათამაშოდ შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ:
მეკარეები: ლორია, გრიშიკაშვილი
მინდვრის მოთამაშეები: კაკუბავა, კოშკაძე, კოტო, ლექვთაძე, ოდიკაძე, იაგუე, რობერტინიო, კვეკვესკირი, ფანცხავა, კახელიშვილი, თექთურმანიძე, ჰომოლა, ალვარო, გველესიანი, ჯიღაური, თომაშვილი.
ბოლო ტურში დილასთან სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გიორგი რეხვიაშვილი და ჩისკო მუნიოსი თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებენ.