9/20/2011
21 სექტემბერი დინამოს ისტორიაში (EN)

დინამო თბილისი 21 სექტემბერს ქუთაისში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გადადებულ შეხვედრას  გამართავს. აქამდე ეროვნულ ასპარეზზე თბილისელებს, 21 სექტემბერს 2-ჯერ უთამაშიათ. 1995 წელს მეშვიდე ჩემპიონატის მეოთხე ტურში , დინამოელებმა გასვლაზე რუსთავში ანგარიშით 2-0 დაამარცხეს ადგილობრივი მეტალურგი. 2008 წელს კი მეოცე ჩემპიონატის მეორე ტურში უმასპინძლეს ცხინვალის სპარტაკს და ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.
ასევე 21 სექტემბერს დინამო თბილისმა შვიდჯერ იასპარეზა სსრკ-ს ჩემპიონატში. აქედან ოთხი თამაში მოიგეს თბილისელებმა, ორჯერ დავმარცხდით და ერთი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. აღსანიშნავია 1938 წელს ჩატარებული შეხვედრა ხარკოვის სპარტაკთან, რომელშიც დინამომ ანგარიშით 7-1 გაიმარჯვა. დარჩენილ სამ მოგებულ თამაშში კი დინამომ ერთნაირი ანგარიშით 2-0 იმარჯვა. შესაბამისად სტალინოს შახტიორთან 1958 წელს, ლვოვის კარპატთან 1980 წელს და ბაქოს ნეფთჩისთან 1987 წელს.
ამ რიცხვში თბილისელები ორჯერ დამარცხდნენ: 1956 წელს სვერდლოვსკში ადგილობრივ ოდოსთან ანგარიშით 2-4 და 1975 წელს შინ ვოროშილოვგრადის ზარიასთან ანგარიშით 2-3. ერთადერთი ფრე დინამომ სტუმრად ვოლგოგრადში, ადგილობრივ როტორთან ითამაშა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024