9/21/2011
ტორპედო - დინამო. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. (EN)

ალექს გარსია - პირველი ათ წუთში დასანანი შეცდომები დავუშვით და ორი გოლი გავუშვით. შემდეგ კი ბურთი დავიჭირეთ, მაგრამ ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოვახერხეთ. მიუხედავად მარცხისა ჩვენი გუნდის თამაშით არ ვარ უკმაყოფილო. ჩემი აზრით კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ პირველ 10 წუთში დაშვებულმა შეცდომებმა საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გიორგი სუხიაშვილი - დიდ მადლობას გადავუხდი ფეხბურთელებს ასეთი თამაშისთვის. მეტოქეს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ესპანეთში მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები. პირველი ათი წუთი კარგად ვითამაშეთ და საბოლოო გამარჯვებასაც მივაღწიეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024