9/21/2011
დინამოს თამაშს ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის (EN)

2011/2012 წლების სეზონის ქართული კლასიკოს პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად, ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ეროვნული კატეგორიის არბიტრი – ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის.

ალექსანდრე კრიჭაშვილს 2009 დინამო თბილისის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში სულ ოთხჯერ აქვს ნამსაჯი.    კრიჭაშვილის განსჯილი ოთხი შეხვედრიდან დინამომ სამი მოიგო  ერთი ფრედ დაასრულა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ალექსანდრე კრიჭაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ალექსანდრე კრიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 22 თამაში / 56 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს თასი - 5 თამაში / 28 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 4 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024