10/8/2011
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში (EN)

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სტადიონზე სოსო ჭედიას შეგირდები შვეიცარიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

აღნიშნული შეხვედრა სადებიუტო გამოდგა ჩვენი გუნდის ორი ფეხბურთელისათვის. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებულმა დინამო თბილისის დუბლშემადგენლობაში მოთამაშე დავით ხოჭოლავამ შვეიცარიელების წინააღმდეგ სასტარტო წუთებიდანვე შეუცვლელად იასპარეზა. ასევე სასტარტო შემადგენლობაშო დაიწყო მატჩი ნიკა კვეკვესკირმაც, რომელმაც თანაგუნდელის მსგავსად სრული 90 წუთი ითამაშა. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დინამოელისთვის აღმოჩნდა სადებიუტო - ირაკლი ლექვთაძემ ახალგაზრდა ჯვაროსანთა მაისურით პირველად ითამაშა. იგი შეხვედრაში 77-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ირაკლიმ გიორგი ჭანტურია შეცვალა. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი დინამოელი, გიორგი ნადირაძე კი სოსო ჭედიას მიერ დასახელებულ 18 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024