10/12/2011
დინამო vs მეტალურგი-დაპირისპირებათა ისტორიიდან (EN)

სანაკრებო შესარჩევი ეტაპით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბრიდან განახლდება ეროვნული ჩემპიონატი. მეცხრე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ 16 ოქტომბერს გამართავს. დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე თბილისელები რუსთაველებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

დინამო და მეტალურგი ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე 40– ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ამ ურთიერთშეხვედრებში დინამო საგრძნობ უპირატესობას ფლობს. სულ თბილისელები 6– ჯერ დამარცხდნენ, 8 შეხვედრა დამთავრდა ფრედ, ხოლო 26 შემთხვევაში დინამოელებმა სათამაშო მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. ბურთების შეფარდება 84–31 თბილისელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 4–0. მეოთხე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც 1996 წლის 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართა და 2009 წლის 13 სექტემბერს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში. ეს თამაში კოკისპირული წვიმის თანხლებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. გასვლით შეხვედრაში დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წლის 29 აგვისტოს იმარჯვა. მერვე ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა ანგარიშით 6–2 დასრულდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ მეოთხე ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში მოიგო. 1993 წლის 3 ივნისს  დინამომ მეტოქე 12-4 გააანადგურა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024