11/4/2011
6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში (EN)

დინამო თბილისი მცხეთა პარკზე, ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში ვიტ ჯორჯიას ესტუმრება. შეხვედრა მცხეთაში, 6 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში დინამომ 6 ნოემბერს ორჯერ იასპარეზა. მეექვსე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში თბილისელებმა რუსთავის მეტალურგი დიდი ანგარიშით, 4–1 დაამარცხეს. ეს შეხვედრა 1994 წელს რუსთავში გაიმართა. 2002 წელს კი, მეთოთხმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში დინამო სწორედ ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა ერთი უპასუხო ბურთით.

ექვსი შეხვედრა გამართეს თბილისელებმა ამ რიცხვში სსრკ–ს ჩემპიონატში. ერთხელ ითამაშეს ფრედ, ორი მატჩი დასრულდა მოწინააღმდეგის გამარჯვებით, ხოლო სამჯერ დინამომ დატოვა სათამაშო მინდორი თავაწეულმა. გატანილი ბურთების შეფარდებაა 6–7. ერთადერთი ფრე დინამომ  1962 წელს ითამაშა კიეველ სეხნიებთან. შეხვედრა ანგარიშით 1–1 დასრულდა. 1957 წელს თბილისელები დიდი ანგარიშით 0–3 დამარცხდნენ კიშინიოვის ბურევესტნიკთან. მეორეჯერ 1976 წელს მინიმალური ანგარიშით 0–1 წააგეს მოსკოვში, ტორპედოსთან. შორეულ 1938 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის მეტალურგს აჯობეს ანგარიშით 3–2. 1977 წელს დნეპროპეტროვსკის დნეპრი დაამარცხეს ორი უპასუხო გოლით. ხოლო 1983 წელს თბილისელებმა მოსკოვში ადგილობრივ ცსკა–სთან ანგარიშით 1–0 იმარჯვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024