საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი მცხეთაში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიასთან გამართავს - თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც გვანცელაძემ იმსაჯა ზესტაფონი 0-1 ტორპედო გახლავთ, სადაც მონაწილე ფეხბურთელებისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება სამჯერ მოუწია. თორნიკე გვანცელაძემ ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბოლოს გასულ სეზონში იმსაჯა, როდესაც დინამო გასვლით შეხვედრაში ზესტაფონთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
თორნიკე გვანცელაძე
უმაღლესი ლიგა - 31 თამაში / 128 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი - 4 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 1 შეხვედრაში