დღეს დინამო არენის ახალ საფარზე ჩვენმა გუნდმა პირველი წვრთნა გამართა. ალექს გარსიას დღევანდელ ვარჯიშზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული გიორგი ლორია და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური აკლდნენ. დინამოელებმა დღევანდელი ვარჯიში მოედნის ნახევარზე გამართული ორკარათი დაასრულეს.