1939 წლის 18 ნოემბერი, ჩვენი გუნდის ისტორიაში გამორჩეული თარიღია. იმ დღეს დინამომ დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მოსკოვის ცდკა-ასთან მატჩის პირველი ნახევრის 1:4 წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში დინამოელებმა 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს და მეტოქეს 5:4 სძლიეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დოროხოვი, შავგულიძე/მინჯია/,გაგუა,ფროლოვი,ბერძენიშვილი,კიკნაძე, ჯეჯელავა, ბერეჟნოი,პაიჭაძე,ჯორჯიკია,ხარბედია
5-შერბატენკო 0:1
8-პაიჭაძე 1:1
27-კაპელკინი 1:2
37- შერბატენკო 1:3
37-შერბატენკო 1:4
47-ბეძენიშვილი 2:4
60-ხარბედია 3:4
75-ხარბედია 4:4
85- ჯეჯელავა 5:4