ფოთის კოლხეთთან შეხვედრის წინ, ჩვენი გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ თვრამეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა. გაფართოებულ სიაში ჩვენი გუნდის ახალწვეული, მამუკა ლომიძეც მოხვდა, რომელსაც ორ ნომრიანი მაისურით მოუწევს ასპარეზობა. შეგახსენებთ, რომ დინამომ ლომიძესთან სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა ხელშეკრულება.