ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ გათამაშების მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 4:0. დღევანდელი შეხვედრა დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
დინამო–2: ზარქუა, ტვილდიანი, დოლიძე, სანდოხაძე (ხიზანეიშვილი 68’), კაკულია, პაპავა, პარუნაშვილ (მუმლაძე 68’), რეხვიაშვილი, პაპუნაშვილი (ჯიშკარიანი 62’), ზივზივაძე (გაბაშვილი48’), კაჭარავა (ზივზივაძე 68)
დინამო–2 4–0 კოლხეთი–2
გოლები: 1–0 ჩაფიძე 29’ 2–0 პარუნაშვილი (პენ.) 47’ 3–0 პაპავა 69’ 4–0 გაბაშვილი 76’
დინამოელებს თექვსმეტი ჩატარებულ შეხვედრის შემდეგ 38 ქულა დაუგროვდათ. გიორგი დევდარიანის შეგირდები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, ზესტაფონს 7 ქულით ასწრებენ.