საახალწლო-სადღესასწაულო დღეების შემდეგ, ჩვენი საიტის პირველი რესპოდენტი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დინამოელი- გულვერდ თომაშვილია.
გულვერდ თომაშვილი: ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდები. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სხვაგან შევხვედროდი. თორმეტი საათის შემდეგ კი, ახალი წლის დადგომა მეგობრებთან ერთად ავღნიშნე. გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ჩვენი დინამოელები ერთად გავერთეთ. ზედიზედ მესამე წელია მეკვლედ ლევან ხმალაძე მყავს. არ უჩივი მის ფეხს, კარგად დავცადე. უკვე გადაიარა საახალწლო დღეებმა და მეც ჩვეულებრივად ინდივიდუალური ვარჯიში განვაახლე. 9-ში კი, გუნდი შეიკრიბება და სეზონისთვის მზადებაც დაიწყება. ვეცდებით, მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და სატურნირო ცხრილშიც ლიდერის პოზიციები დავიბრუნოთ.