დინამოელებმა ესპანეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ალექს გარსიას განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. გუნდმა ორი საათი ივარჯიშა. დინამოელები ღამით სტამბულის გავლით ესპანეთში გაემგზავრებიან და ბარსელონაში, სასტუმრო Husa Illa- ში დაბინავდებიან.