კატალონიაში შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი კამპ ნოუზე, ესპანეთის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის ბარსელონა – ბეტისის შეხვედრას დაესწრნენ. დინამოელებმა სასტუმროდან კამპ ნოუმდე ბარსელონას კუთვნილი ავტობუსით იმგზავრეს. შემდეგ კი ჩვენი გუნდი დაუვიწყარი საფეხბურთო დღესასწაულის თვითმხილველი გახდა, სადაც უკომპრომისო და საინტერესო ბრძოლაში ბარსელონამ 4–2 დაამარცხა ბეტისი.