1/21/2012
ალექსანდრე კოშკაძე – სეზონი დასრულდეს და მერე ვნახოთ ვინ იქნება ჩემპიონი (EN)

დინამოელთა მზადების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ორიოდ დღეში გუნდი მალაგაში გაემგზავრება და მარბელას ტურნირში ჩაერთვება. კატალონიური შეკრების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება ჩვენი გუნდის კაპიტანს, ალექსანდრე კოშკაძეს ვთხოვეთ.
ალექსანდრე კოშკაძე – შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ზუსტად ისე როგორც უნდა ჩაიაროს პირველმა შეკრებამ. არის ფიზიკური დატვირთვები, ვარჯიშები, თამაშები. ალჟირელებთან თამაში ყველაზე საინტერესო იყო. გამოცდილი გუნდი ჰყავდათ და კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდი მნიშვნელოვნად ძლიერდება, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. გუნდში კონკურენცია ძალიან გაიზარდა და ყველამ თითეულ თამაშში უნდა დავამტკიცოთ, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებთ. ყველაფერი ეს შედეგზეც აისახება. კამპ ნოუზე ბარსელონას სპექტაკლზე დასწრება დაუვიწყარი იყო. თავისუფალი დრო თითქმის არ გვრჩება და მეც ძირითადად ვისვენებ. ოთახში გიორგი ლორიასთან ერთად ვარ და ხშირად კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობთ. უკვე წელიწადნახევარია შეკრებებზე ლორიასთან ერთად ვარ ოთახში. ამ შეკრებამ უნდა მოგვიტანოს ჩემპიონობა. ყველაფერი კარგად მიდის, სულ სხვა გუნდი ვიქნებით. სეზონი დასრულდეს და მერე ვნახოთ ვინ იქნება ჩემპიონი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024