1/20/2012
გიორგი მერებაშვილი – დინამოში მარტო ფეხბურთზე ვფიქრობ (EN)

ორწლიანი განშორების შემდეგ გიორგი მერებაშვილი დინამოს დაუბრუნდა. გიორგი ჩვენი გუნდის და საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. იგი ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. მას არაერთი მატჩის ბედი გადაუწყვეტია ჩვენი გუნდის სასასგებლოდ. მერებაშვილი დღეს ისევ დინამოელია და საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდთან ერთად ბარსელონაში ემზადება.


გიორგი მერებაშვილი – ჯერ კიდევ ივლისში   იყო დაინტერესება დინამოს მხრიდან, რამაც ძალიან გამახარა, ვინაიდან დინამო მართლა გუნდზე მეტია ჩემთვის. მაშინ ვერ მოესწრო ჩემი ტრანსფერი. ახლა ბედნიერი ვარ რომ კლუბებს შორის შეთანხმება მოხდა და ჩემს ოჯახს დავუბრუნდი. ძალიან მინდა, რომ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო. ამისთვის დავბრუნდი დინამოში და იმედი მაქვს რომ ჩემს წვლილს შევიტან დინამოს წარმატებებში. მადლობა.
- რით განსხვავდება დინამო რომელიც დატოვე და რომელშიც დაბრუნდი ?
- გუნდს, რაც შეეხება მაშინაც ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც შეძლებდა თამაშის ბედის გადაწყვეტას, ანუ ლიდერი იყო. იგივე ცრვენა ზვეზდასთან, ძალიან ცოტა დაგვაკლდა. დიდი ხანი მოვდიოდით ერთად, ერთად გავიზარდეთ, შეკრული გუნდი იყო. მე ვფიქრომ რომ ყოფილიყო შანსი იმ გუნდის შენარჩუნების ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით. ახლა გაცილებით მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელია გუნდში თავმოყრილი. გაცილებით მეტი შემტევი ყაიდის მოთამაშეა. დიდი კონკურენციაა. ჯანსაღი კონკურენცია ზრდის ფეხბურთელს, რაც გუნდისთვისაც კარგი იქნება, ისე ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად დრო არის საჭირო შეთამაშებისთვის. ამხანაგურ თამაშებში გამოჩნდა, რომ ჯერ ბოლომდე ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ეს დროის ამბავია. ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და დიდი დრო არ დაგვჭირდება. ვფიქრობ მალე ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორსაც ელის გულშემატკივარი. ბაზა, კლუბის მთელი ინფრასტრუქურა შედარება არ არის. პირველად რომ ვნახე თვალებს არ ვუჯერებდი, ისე შეცვლილი დამხვდა  ყველაფერი. ძალიან ბევრი ევროპული გუნდი ინატრებდა ასეთ პირობებს. ყველაფერი ისეა რომ მარტო ფეხბურთზე უნდა იფიქრო. ასეთ პირობებში ვალდებულნი ვართ, სხვა უფლება არა გვაქვს, ისე უნდა ვითამაშოთ რომ კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი გავახაროთ.


– ყველაზე უფრო რა დაგამახსოვრდა სერბეთში ყოფნის პერიოდიდან ?
– გასახსენებელი ბევრია, პირველი 6 თვე ძალიან რთული პერიოდი გავიარე ჩემი ცხოვრების. იყო მომენტები როცა ვფიქრობდი, რომ მცდარი ნაბიჯი გადავდგი. რთული არის იქ ლეგიონერისთვის ადგილის დამკვიდრება. მაგრამ 6 თვის შემდეგ ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო და ვითარება შეიცვალა. მადლობა ღმერთს რომ შევძელი ჩემი ადგილის დამკვიდრება. ფეხბურთელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების მხრიდან ვგრძნობდი პატივისცემას და ეს დამატებითი სტიმული იყო. ჩემი თავისთვის უფრო მეტი მომეთხოვა. გუნდის სრულფესოვან წევრად ვიგრძენი თავი. იყო ბევრი ისეთი მომენტი რომელიც ყოველთვის მემახსოვრება კარგიც და ცუდიც. ახლა უფრო კარგი მახსოვს. ღმერთს მადლობას ვეუბნები რომ ეს ეტაპიც გავიარე და სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს, რომელთა დიდ მხარდაჭერასაც სერბეთშიც ვგრძნობდი. განსაკუთრებით მეხმარებოდა მათი თანადგომა იქ ყოფნის პირველ პერიოდში.


- აქ ბარსელონაში ყველაზე უფრო რა მოგეწონა ?
- პირველ რიგში კამპო ნოუზე ბარსას თამაში. თამაშზე შექმნილი ატმოსფერო. როგორც ფეხბურთელი ყველაფერს მაინც ფეხბურთის კუთხით ვხედავ. იგრძობა რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და იმედია საქართველოშიც ასე იქნება. ასეა სხვათაშორის სერბეთშიც, სადაც შეიძლება კაცმა ფეხბურთისთვის თავისი ქორწილიც კი გადადოს.


- შეკრებაზე სამი მატჩი ჩავატარეთ, ყველაზე უკეთესი თამაში რომელი იყო ?
-ჯერ ვარჯიშებზე მინდა ვთქვა. ალექს გარსიას ყველა ვარჯიში თამაშთან მიახლოვებულია და მიხარია რომ ასეთი ვარჯიშები გვაქვს. პირველი თამაში ალჟირის გუნდთან ყველაზე კარგი იყო. 3-4 დღის დაწყებული გვქონდა ვარჯიში და ძლიერი მეტოქე გვყავდა. კარგად დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი იყო. ესპანიოლთან და ტერასასთან უფრო მეტად ვიმოძრავეთ. ტონუსში მოვიყვანეთ ჩვენი თავი. ნელ-ნელა უნდა მოვუახლოვდეთ ჩვენს თამაშს.


- როგორ ფიქრობ, ჩემპიონატის შეხვედრებში რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში ?
- ჩვენ 4-3-3 სქემით ვთამაშობთ. ფაქტიურად ეს 3 მატჩი შუაში 3 ფეხბურთელით ვითამაშეთ. მე, კოშკაძე, ძარია ხშირად ვცვლიდით პოზიციებს. ალბათ ნახევარდაცვაში ვითამაშებ. ცენტრიდან და მარჯვნიდან.


- თამაშებისგან და ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს როგორ ატარებს გიორგი მერებაშვილი ?
- ერთი დღე გვქონდა შედარებით თავისუფალი.   ნაწილობრივ დავათვალიერე ბარსელონა, რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი მოვინახულე. 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024