1/22/2012
დინამოელები წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში (EN)

დასვენების დღეს დინამოელები ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ესტუმრნენ. ეს ადგილი კატალონიაში ქართული კულტურის კერას წარმოადგენს. სამრევლოსთან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ანსამბლები და საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. დამშვიდობებისას არქიმანდრიტმა ლუკამ თითეული დინამოელი დალოცა და წარმატებები უსურვა ჩვენს გუნდს. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024