ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. უფრო დიდი ბრძოლისუნარანობა გამოვიჩინეთ და ბურთის კონტროლიც შევძელით. მოედანზე მეტად მობილიზებულნიც ვიყავით და საგოლე ეპიზოდში ვცადე ჩემი შანსი ხელიდან არ გამეშვა. მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1-2 გახდა, გაჩნდა თამაშის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ 1–3 დავმარცხდით.