1/29/2012
კარლეს კოტო – ტიტულისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ (EN)

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი დინამოს 23 წლის ესპანელი ლეგიონერი- კარლეს კოტოა.
კარგია, რომ ახალი ფეხბურთელები ფაქტიურად შეკრებაზე შემოგვიერთდნენ. აქ სულთ ერთად გვიწევს ყოფნა და მათი ინტეგრაცია და ჩვენი ერთ გუნდად შეკვრის პროცესიც ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ვთქვათ თბილისში მოხდებოდა. ჩემი აზრით დინამოში კარგი ცვლილებებია, პროფესიონალები მოვიდნენ და სერიოზული კონკურენცია იქნება. ვფიქრობ, ახალწვეულები თავიანთ წვლილს შეიტანენ გუნდის წინსვლაში. ამ გუნდით, საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას ვიფიქრო, რომ ჩემპიონატში ვინმესთან წავაგებთ. გათამაშების ლიდერი რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა დატოვა. ჩვენ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, იქამდე სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024