2/3/2012
შეხვედრა–სემინარი დინამო არენაზე (EN)

ჩვენი კლუბი  სტადიონზე მოსული მაყურებლისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მუშაობას განაგრძობს. დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში  მეტად საინტერესო შეხვედრა–სემინარი გაიმართა.  დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც გაცნობითი და ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა, ძირითადად სტიუარდები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას კლუბისა და სტადიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: გია ისიანი, მამუკა კვარაცხელია, ნიკა ჯღარკავა და შალვა აბუაშვილი, უძღვებოდნენ. განხილული იქნა უამრავი საკითხი, რომელიც ეხება მაყურებლისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნას. მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო ატმოსფერო შეექმნათ. მთავარ მიზანს კი, მატჩების უსაფრთხოდ ჩატარება წარმოადგენს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024