2/6/2012
ბენდელაზე ნახევარფინალში (EN)

ბენდელას თასის ტრადიციულ გათამაშებაზე, დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ დღეს მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა. თამაზ სამხარაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსთავის მეტალურგს პირწმინდად მოუგო და რვა გატანილი ბურთი აკმარა – საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღო, ისიც მიწურულს. ფოლადზე გამართულ შეხვედრაში შემდეგმა ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს.

დინამო 2: ლეგაშვილი (ტყეშელაშვილი), გაგნიძე (ნიკვაშვილი), გურეშიძე (წილოსანი), კაკულია (ჭეჭელაშვილი), მანაგაძე (მუმლაძე), ჩაფიძე (სამხარაძე), ჯავახიშვილი, პაპუნაშვილი (ლობჯანიძე), ფოცხვერია (მაჭავარიანი), რუხაძე, ზივზივაძე (კაჭარავა)

დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლებით კაჭარავა (დუბლი), ზივზივაძე (დუბლი) ნიკვაშვილი (დუბლი), მუმლაძე, ჭეჭელაშვილი გამოირჩნენ.

ნახევარფინალურ შეხვედრაში დინამოელები ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 9 თებერვალს მცხეთაში გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024