2/13/2012
კაკულია და ტვილდიანი პირველ გუნდთან ვარჯიშობენ (EN)

უკვე რამდენიმე დღეა დინამო თბილისის პირველ გუნდთან ერთად დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე მოთამაშე განაპირა მცველები. არჩილ ტვილდიანი და თედო კაკულია ვარჯიშობენ.

არჩილ ტვილდიანი – დინამოში მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი არის, გამონაკლისი არც მე ვარ. დინამო დიდი გუნდია და მოხარული ვიქნები, თუ კი ჩემი თამაშით გუნდს წარმატებას მოვუტან. გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით აქამდეც მივარჯიშია და ვიმედოვნებ წარმატებულ სვლას დინამოშიც განვაგრძობ.

თედო კაკულია – მეხუთე წელია დინამო თბილისის ფეხბურთელი ვარ. ორი წელი აკადემიაში გავატარე, უკანასკნელი სამი წელი კი დუბლშემადგენლობაში ვიმყოფები. ჩემთვის ბევრს ნიშნავს დინამოს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მმატებს. საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული, აგერ უკვე მესამე წელია გიორგი დევდარიანთან მიწევს მუშაობა. ეს ფაქტორი კი კიდევ უფრო მიადვილებს პირველ გუნდში ვარჯიშის პროცესს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024