დინამოელებმა დღეს ორჯერ ივარჯიშეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ფეხბურთელები ჯერ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ტრენაჟორების დარბაზში დატვირთა, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტის ხელოვნასაფარიან მოედანზე ავარჯიშა. მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი გახლდათ.