ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის გადადებული შეხვედრა, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლნისის სიონი იყო, რომელიც სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციას იკავებს.
დინამო 1-0 სიონი
გოლი: ირაკლი ძარია 1:0
დინამო: ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ხმალაძე (ოდიკაძე 46’), ანდრეუ, ალვარო, ჯიღაური (ძარია 72’), მერებაშვილი, გოგუა, იაგუე (რობერტინიო 48’)
სიონი: ბობღიაშვილი, კობაური,
ოქროპირიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, კაციტაძე, ჯოჯუა, გველესიანი, ჭანკოტაძე (ხიდეშელი 61), მეტრეველი, უგულავა ( ჩხეტიანი 39’)
გაფრთხილება: ალვარო 58’ მეტრეველი 87’ კვეკვესკირი 89’