2/21/2012
დინამო – სიონს ხვიჩა გაგნიძე განსჯის (EN)

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ხვალინდელ შეხვედრას ხვიჩა გაგნიძე განსჯის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც ხვიჩა გაგნიძემ იმსაჯა ზესტაფონი 1:0 სიონი გახლავთ, სადაც შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს სამჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ხვიჩა გაგნიძემ ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბოლოს გასულ წელს იმსაჯა, როდესაც დინამომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრას 3:0 სძლია. ხსენებულ დაპირისპირებაში, ხვალინდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს სამჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი და ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც კარლეს კოტომ უზადოდ შეასრულა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ხვიჩა გაგნიძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

ხვიჩა გაგნიძე

===========================================
უმაღლესი ლიგა - 24 თამაში / 73 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
პირველი ლიგა - 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 2 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 2 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024