3/4/2012
თარიღები – 1981 წლის 4 მარტი (EN)

1981 წლის 4 მარტი თბილისის დინამოს და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი დღეა. დინამოელებმა თასების თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ჩაატარეს ლონდონში ვესტ ჰემთან და დიდი ანგარიშით 4-1 მოიგეს. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა. გაიტანაეს ასევე ვლადიმერ გუცაევმა და ალექსანდრე ჩივაძემ. დინამოელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მრისხანე მეტოქე და ფაქტიურად პირველივე შეხვედრის შემდეგ გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური. ვესტ ჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ლაიოლმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: მე არ მიყვარს წაგება, მაგრამ თუ მაინც მარცხი მიწერია, მაშინ მირჩევნია ასეთ მეტოქესთან წავაგო. მე ბევრი მატჩი მინახავს კონტინენტზე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის გუნდზე უკეთესი არ მეგულება. მათ აქვთ ყველაფერი, რაც ასე მიმზიდველია ფეხბურთში: ალღო და გემოვნება, ტექნიკა და ზუსტი დაბოლოებები. განმეორებით მატჩში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ დღეს საღამოს რაღაც ვისწავლეთ. მათ გვიჩვენეს დონე, რომლის მიღწევა ჩვენი მიზანია.
იმავე დღეს, 1981 წლის 4 მარტს, თბილისში მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა– მადრიდის რეალმა ითამაშა. დინამოს სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში რეალს, მოსკოვის სპარტაკმა უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024