უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა, უხვგოლიანი გამოდგა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. დინამოელთა რიგებიდან გატანილი გოლებით თავი ჩისკომ და ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინეს. მარტვილელთა რიგებიდან საპასუხო ბურთები კი გიგა ჟვანიამ - თერთმეტმეტრიანიდან და ლაშა ჩალაძემ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა დინამოელებმა ათი კაცით ჩაამთავრეს. შეხვედრის 37-ე წუთზე მსაჯმა ხელით თამაშის გამო მოედნიდან ირაკლი ძარია გააძევა, სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა დინამოს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა.
დინამო 2:2 მერანი
გოლები: 1-0 ჩისკო 22’, 2-0 კოშკაძე 32’, 2-1 ჟვანია (პენ.) 39’, 2-2 ჩალაძე 58’
დინამო: ლორია, თომაშვილი, კოშკაძე ხმალაძე, მერებაშვილი, ჩისკო (ჯიღაური 46’), ტვილდიანი, ოდიკაძე (რობერტინიო 75’), კვეკვესკირი, გოგუა, ძარია
მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ჟვანია, იობაშვილი, კაკუშაძე (ჩალაძე 18’), დიდავა, მანწკავა, გრიგალაშვილი, სუხიაშვილი, ტაპე (ბოხუა 90’), ტორონჯაძე (ამბროლაძე 88’)
გაფრთხილება: ოდიკაძე 43’ რობერტინიო 90+2 ხმალაძე 90+3’ მანწკავა 90+3’
გაძევება: ძარია 37’