დინამო თბილისისა და ზესტაფონის შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის.
ბოლო შეხვედრა,რომელიც ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვადაჭკორია მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორედ განსჯის დინამოსა და ზესტაფონის შეხვედრას.
უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, სიონი 3–1 ჩიხურა გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 62 თამაში / 236 ყვითელი / 14 წითელი / 13 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 6 შეხვედრაში