3/31/2012
ირაკლი ძარია თებერვლის საუკეთესოა (EN)

ირაკლი ძარია თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლის ავტორია. დინამო თბილისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში გულშემატკივარმა ირაკლი ძარია თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. დინამოს ახალწვეულმა 391 ხმა მიიღო. თებერვლის თვის საუკეთესო გოლად კი დინამო 1:0 სიონის შეხვედრაში გასული ბურთი დასახელდა, რომელიც ირაკლი ძარიამ მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანა.

ირაკლი ძარია – ამ აღიარებით ძალიან ბედნიერი ვარ. სასიამოვნო და საამაყოა, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დამასახელეს. მომავალშიც შევეცდები, რომ თავი არ დავზოგო და დიდი მადლობა მათ, ვინც მხარი დამიჭირა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გლადიატორებს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ ამჟღავნებენ. მთლიანად გუნდისთვის დიდი სტიმულია მათი გვერდში დგომა და შევეცდებით ჩვენი ასპარეზობით გავახაროთ ერთგული გულშემატკივარი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024