4/4/2012
6 აპრილი დინამოს ისტორიაში (EN)

6 აპრილს დინამო საკუთარ არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურში, რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს.

დინამო თბილისს 6 აპრილს სულ ხუთი შეხვედრა აქვს გამართული. აქედან ერთი, ეროვნულ ასპარეზზე ფოთში, ადგილობრივ კოლხეთთან. შეხვედრა, რომელიც 2003 წელს, მეთოთხმეტე ჩემპიონატის მესამე ტურში გაიმართა– უგოლოდ 0–0 დასრულდა. ოთხი მატჩი ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სსრკ–ს ჩემპიონატში გამართა. ამათგან ორი შეხვედრა ასევე უგოლოდ დასრულდა, შესაბამისად: 1968 წელს მოსკოვის სპარტაკთან და 1977 წელს ლენინგრადის ზენიტთან. 1957 წელს თბილისელებმა მოსკოველ სეხნიებს უმასპინძლეს და სტუმრების ორ გოლს მხოლოდ იამანიძის გოლით უპასუხეს. შეხვედრა მოსკოველთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა. 1986 წელს მტკვრისპირელებმა ხარკოვის მეტალისტს მიიღს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2–2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლი გაზაევმა გაიტანა, ხოლო ხარკოველმა პანჩიშინმა საკუთარი კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ პანჩიშინმა აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ორივე გუნდის კარში გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024