In 26th round match of Reserves Championship Dinamo reserves overcome Torpedo in difficult and tensed struggle with the score 5-4.
დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXVI ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ქუთაისის ტორპედოს მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში 5:4 აჯობეს. უხვგოლიან დაპირისპირებაში დინამოელთაგან გატანილი ბურთებით თავი გიორგი პაპავამ, ვაჟა მათიაშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ და სანდრო რეხვიაშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა სულაც ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
ზარქუა (ტყეშელაშვილი 73’) მანაგაძე (სარიშვილი 34’), გაგნიძე, ჩაფიძე, კაკულია, პაპავა, პარუნაშვილი (ჯავახიშვილი 87’), რეხვიაშვილი, მათიაშვილი, ზივზივაძე (მურცხვალაძე 80’), ნიკვაშვილი (მაჭავარიანი 46’)