საქართველოს ჩემპიონატის დინამო-მეტალურგის შეხვედრას სხვადასხვა სპეციალური სკოლების უნარშეზღუდული სპორტსმენი მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჩვენი კლუბის მოწვევით დღევანდელ შეხვედრას 50-მდე ბავშვმა ადევნა თვალ-ყური. სამომავლოდ მსგავსი აქციები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.