4/10/2012
ნიკა კვეკვესკირი- იმედი მაქვს ნავსი ზუგდიდში გატყდება (EN)

საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრას დინამოელები შაბათს, 14 აპრილს, ზუგდიდში, ბაიას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის წინ კომენტარის გაკეთება ნიკა კვეკვესკირს ვთხოვეთ, რომელიც დინამოში, სწორედ ბაიადან ჩაირიცხა.

ნიკა კვეკვესკირი- ზუგდიდში რთული თამაში გველის. ძნელი იქნება მოგება. ბაია ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ბაია შეეცდება ქულები დაგვაკარგვინოს.  ზუგდიდში თამაშის დროს ყოველთვის გაორებული გრძნობით გავდივარ მოედანზე, ვინაიდან იქ ჩემი ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გავატარე. მართალია ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ 6 თამაში არ მოგვიგია და იმედი მაქვს ნავსი სწორედ ზუგდიდში გატყდება და საუკეთესო რვა გუნდში პირველ გამარჯვებასაც მივაღწევთ. მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე სატურნირო მგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. ეს გახლდათ მიზეზი, რომ ბოლო შეხვედრაში ოლიმპთან, ძირითადი აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ. შევეცდებით დინამოსთვის შესაფერისი და დამახასიათებელი ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ. აქვე მინდა ავღნიშნო დინამოს ფან-კლუბის, გლადიატორების თანადგომა გუნდისთვის მძიმე პერიოდში. ისინი იმსახურებენ, რომ გამარჯვებით გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024