ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) აპრილის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 402 კლუბი იმყოფება. აღნიშნულ რეიტინგში დინამო თბილისი 108–ე საფეხურს იკავებს. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, დინამოელები 102–ე პოზიციაზე იყვნენ.