ორდღიანი დასვენების შემდეგ, ორშაბათიდან დინამოელებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს და დღეს დიღმის ბაზაზე, კიდევ ერთ ახლადდაგებულ მოედანზე ივარჯიშეს. გუნდში ტრავმებით გამოწვეული საკადრო პრობლემების გამო, გიორგი დევდარიანმა დუბლშემადგენლობისა და კლუბის საფეხბურთო აკადემიის წევრებს უხმო – ვანო წილოსანმა, ავთანდილ მანაგაძემ, არჩილ მესხმა და ვაჟა მათიაშვილმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. დღევანდელ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე გიორგი პაპავას, ლაშა პარუნაშვილსა და ნიკა სანდოხაძეს, რომლებიც საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებთან ერთად პორტუგალიაში იმყოფებიან, სადაც მოზარდი ჯვაროსნები საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი წრის ბოლო ტურში ზუგდიდში, ადგილობრივ ბაიას დაუპირისპირდებიან.
დღევანდელი დღის ფოტოები გუნდის ოფიციალურ Facebook-ზე