დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, რამაზ მუმლაძემ დინამოელები მსუბუქად ავარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, თუმცა ინდივიდუალურად ემზადებოდნენ გიორგი მერებაშვილი და ჯაბა ჯიღაური. შეგახსენებთ, რომ გუნდი პარასკევს დასავლეთში გაემგზავრება, ხოლო შაბათს, ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის მეცხრე ტურში მარტვილში, ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდება.