5/2/2012
ზესტაფონი – დინამოს ჯენერ ხორავა განსჯის (EN)

ზესტაფონისა და დინამოს დღევანდელ დაპირისპირებას ჯენერ ხორავა განსჯის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც ჯენერ ხორავამ იმსაჯა მეტალურგი 1:0 დილა გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი და მეტალურგის სასარგებლოდ პენალტიც დანიშნა, რომელიც რაზმაძემ გააცუდა.

მიმდინარე სეზონში ჯენერ ხორავა დინამოს მონაწილეობით გასამართ შეხვედრაში მეორედ იმსაჯებს. ბოლოს ხორავამ დინამო არენაზე გამართული დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია იმსაჯა, სადაც მან მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ექვსჯერ გააფრთხილა. სამი ყვითელი დინამოელებს უჩვენა (რეხვიაშვილი, კოტო და იაუგუ) – სამიც ვიტ ჯორჯიელებს (ადამაძე, კასრაძე და ხუჭუა)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024