პოპულარულმა ქართულმა სპორტულმა გამოცემამ– ლელომ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის X ტურის სიმბოლური გუნი გამოავლინა. ზესტაფონში ადგილობრივ გუნდთან 1–0 გამარჯვების შემდეგ ლელომ სიმბოლურ გუნდში ოთხი დინამოელი შეიყვანა: გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი, ირაკლი ძარია და გიორგი მერებაშვილი.
ტურის მწვრთნელად გაზეთმა ლელომ, დინამოს დამრიგებელი– რამაზ მუმლაძე დაასახელა.