6/8/2012
ევროპის ჩემპიონატი დაწყებამდე ჩისკოს გავესაუბრეთ (EN)

დღეს პოლონეთი – საბერძნეთის შეხვედრით ევრო 2012 დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ დინამოს ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ჩისკო - ჩემი აზრით ფავორიტი ესპანეთია და ვიმედოვნებ ჩემი თანამემამულეები საფეხბურთო ფიესტას შემოგვთავაზებენ. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დონის მოთამაშეები იცავენ ამ ქვეყნის ღირსებას. სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე დავიდ ვილა ვერ ითამაშებს, ვგონებ ეს სერიოზული დანაკლისია. ალბათ პორტუგალია – იტალია, ამ ორიდან ერთ–ერთი ესპანეთს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ და გუნდური თამაშის პრინციპით ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024