6/25/2012
დასანანი ფრე თურქებთან (EN)

დინამო თბილისის აკადემიის U-13 გუნდმა ბაქოში ინტერ ბანკ აზერბაიჯანის (IBA) საერთაშორისო თასზე პირველი შეხვედრა გამართა. მოზარდი დინამოელები სამსუნსპორის გუნდს დაუპირისპირდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა ოთარ გაგნიძის გაწვრთნილი გუნდი 36–ე წუთამდე 0:2 აგებდა. მეორე ტაიმში დინამოელებმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს, ანგარიშში წონასწორობის აღდგენაც მოახერხეს და რომ არა გაცუდებული მომენტები, მატჩის მოგებაც შეეძლოთ. საბოლოოდ უხვგოლიანი ფრე – 2:2 მეტოქის კარში გატანილი გოლებით თავი ლაშა უგრეხელიძემ და საბა ჯიქიამ გამოიჩინეს. დინამოელები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ხვალ ბულგარულ სლავიასთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024