7/13/2012
დინამო 6:1 გაგრა (EN)

დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს დუშან უჰრინის გუნდმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. დინამოელები პირველი ლიგის წარმომადგენელ გაგრას დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით – 6:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თამაშში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს ლევან კაკუბავა დაუბრუნდა. დიღმის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში დინამოელებმა ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. პირველ ნახევარში მოედანზე ლორია, რეხვიაშვილი, ხიზანეიშვილი, გლიშიჩი, სეთურიძე, ძარია, თარხნიშვილი, კოტო, ჩისკო, იაგუე და მერებაშვილი ვიხილეთ. მეორე ტაიმში კი დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: ზარქუა (სეფიაშვილი), პაპავა, გველესიანი, ჯიღაური, ტვილდიანი, მერებაშვილი (პარუნაშვილი), იაგუე (გაბაშვილი),რეხვიაშვილი (კაკუბავა), თარხნიშვილი (ჩაფიძე), გლიშიჩი (კაკულია), რობერტინიო.

მოწინააღმდეგე გუნდის კარში გატანილი გოლებით თავი ალბერტ იაგუემ (დუბლი), ჩისკომ, რობერტინიო (დუბლი) და ჯიღაურმა გამოიჩინეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024