დინამო – იაგელონიას სპარინგი მეორე ნახევრის საწყის წუთებში შეწყდა– მატჩი ჩაიშალა. პოლონელებმა ინციდენტის პროვოცირება მოახდინეს, საბოლოოდ კი მოედანი დატოვეს. სამწუხაროდ მთელი მატჩის მსვლელობისას მეტოქის მხრიდან აგრესიასთან ერთად იგრძნობოდა გარკვეული აგდებული, ქედმაღლური დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ, რის უფლებასაც საფეხბურთო წესების ფარგლებში დინამო არავის მისცემს.
მოსამზადებელ ეტაპზე დინამოელები მორიგ, რიგით მესამე, სპარინგ შეხვედრას თურქეთის ყველაზე პოპულარულ კლუბთან, ფენერბაჰჩესთან გამართავენ. სტამბულში 1907 წელს დაარსებული გუნდი თურქეთის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბად ითვლება. გუნდი საშინაო შეხვედრებს Şükrü Saracoğlu Stadyumu–ზე თამაშობს, რომელიც 50.500 მაყურებელს იტევს. თურქეთის სუპერლიგის 18–გზის ჩემპიონ თურქეთის თასის 5–გზის მფლობელსა და სუპერთასის 8–გზის გამარჯვებულს დინამოელები 23 ივლისს ავსტრიის ქალაქ გრაცში, UPS არენაზე გაეჯიბრებიან.