სლოვენიური შეკრების მომდევნო, რიგით მეოთხე შეხვედრას დინამოელები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეათეადგილოსანი- ბეროე სტარა ზაგორა იქნება. 1916 წელს დაასებული ბულგარული გუნდი საშინაო მატჩებს Stadion Beroe- ზე ატარებს, რომელიც 22400 გულშემატკივარს იტევს. ჩვენი მომავალი მეტოქის ყველაზე დიდი წარმატება 1986 წლით თარიღდება, როდესაც გუნდმა ბულგარეთის ჩემპიონობა მოიპოვა. ბეროემ 2010 ბულგარეთის თასის მოგებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ბულგარელები ბალკანეთის თასის რეკორდსმენებად ითვლებიან. მათ ოთხჯერ (1968, 1969, 1982, 1984 წლებში) მოახერხეს პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება.
სლოვენიურ შეკრებაზე ჩვენი მომავალი მეტოქეები– ბეროე და გურნიკი ზაბჟე, რომელთანაც დინამოელები ბოლო შეხვედრას გამართავენ, 24 ივლისს ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. მატჩში ბულგარელებმა 2–0 იმარჯვეს.
შეკრების ბოლოსწინა შერხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტექსტურ ლაივს ტრადიციულად დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.