8/17/2012
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ ! (EN)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას დირექცია, ახალი, 2012-2013 წლების სეზონისთვის სტადიონზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაგაცნობთ იმ მცირე სიახლეებს, რომელიც სპორტულ ჟურნალისტებს ეხებათ.

შემოსასვლელი

ჟურნალისტები სტადიონზე მოხვდებიან ცაბაძის ქუჩიდან, ცენტრალური შემოსასვლელის მარჯვენა კარიდან, რომელზეც მინიშნებული იქნება ორენოვანი წარწერა – მედია. კარებთან მათ სტადიონის მედია წარმომადგენელი დახვდებათ.

პრეს ლოჟა

ჟურნალისტები პრეს ლოჟაში მოხვდებიან მეოთხე სექტორის ასასვლელიდან. პრეს ლოჟა განთავსებული იქნება მეოთხე სექტორის მეთერთმეტე და მეხუთე სექტორის მეცხრე-მეათე-მეთერთმეტე რიგებში, სულ 132 მაგიდიანი და 30 უმაგიდო ადგილი. განახლებულ  მაგიდებზე დამონტაჟებულია დენის წყაროები და ინტერნეტ კაბელები, გარდა ამისა, იმუშავებს მაღალი წარმადობის უკაბელო ინტერნეტიც.

ბუფეტი

საპრესკონფერენციო ოთახის შესასვლელთან არსებული ბუფეტში მატჩამდე და შესვენებაზე,  აკრედიტირებულ ჟურნალისტებს კვლავაც უფასოდ მოგემსახურებიან და შემოგთავაზებენ ჩაის, ყავას და ნამცხვრებს.

ფოტოკორესპონდენტები

ფოტოკორესპონდენტები მინდორზე მოხვდებიან პირველი იარუსის მეოთხე სექტორის ქვედა გასასვლელი რკინის კარიდან, მინდვრის კიდეზე გასასვლელად ტრადიციისამებრ აუცილებელი იქნება უსახელო მოსაცმელები. ფოტოკორესპონდენტებს შეუძლიათ საფეხბურთო კარებების უკან მატჩის მსვლელობისას გადაღებისთანავე გააგზავნონ ფოტოები რედაქციებში, დინამო არენას შიდა პერიმეტრზე მაღალი წარმადობის უკაბელო ინტერნეტი მოქმედებს.

შერეული ზონა

შერეულ ზონაში მოხვდებით მეხუთე-მეექვსე სექტორის ჩასასვლელიდან. ყოველი მატჩის შემდეგ ჩვეულებისამებრ შესაძლებელი იქნება ინტერვიუების ჩაწერა ფეხბურთელებთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024