7/2/2012
IBA-ს ტურნირზე საუკეთესოდ დინამოს მეკარე აღიარეს (EN)

აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მეკარედ დინამო თბილისის აკადემიის U-13 გუნდის კიპერი, ლაშა–გიორგი გურგენიძე დასახელდა. დღეს იგი ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის სტუმარია.

ლაშა–გიორგი გურგენიძე – მთელი ტურნირის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ბოლომდე ვიხარჯებოდით. ოთხივე შეხვედრაში სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ  დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად არ გვიმართლებდა, შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნა არ გვწყალობდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში კარპატის წინააღმდეგ არ წაგვივიდა. ამას დაემატა ბოლო წუთზე გაშვებული გოლი და გუნდი საბოლოოდ გატყდა. ინტერის წინააღმდეგ კი კარგად ვითამაშეთ, ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ მიღწევას, ძალიან გახარებული ვარ. ტურნირის საუკეთესო მეკარის სტატუსი ჩემთვის დიდი სტიმულია, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მმატებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024