7/18/2012
ახალი სეზონიდან – ახალი იმიჯით (EN)

რებრენდინგის პროცესი დინამოში წინა წელს დაიწყო და დინამოსთვის ახალი იმიჯის შექმნაზე, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ - ინტერბრენდმა იზრუნა.

ინტერბრენდი საფეხბურთო სამყაროში ძალზედ ცნობილი კომპანიაა. ტურინის იუვენტუსი, დონეცკის შახტარი, ყაზანის რუბინი... ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია რომელთა იმიჯის განახლებაზეც ინტერბრენდმა ბოლო წლებში იმუშავა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. შვეიცარულმა კომპანიამ შეისწავლა როგორც გუნდის, ასევე ქალაქის ისტორია და ფასეულობები. შედეგად, შეიქმნა იმიჯი რომელიც დინამოს მომავლის სიმბოლოდ იქცევა.

ტრადიციული ფერები- ლურჯი და თეთრი, კლასიკური დინამოს სიმბოლო- ლათინური D, რომლის შერწყმაც ინტერბრენდის დიზაინერებმა მიმინოსთან, თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან მოახდინეს.

ახალი იმიჯის პრეზენტაცია გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, სადაც ქომაგი ბრენდის განვითარების გეგმებსაც გაეცნობა. სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი ახალი ეკიპირებით გაემგზავრა.

რებრენდინგთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. წელს დინამო ნაიკით შეიმოსა. ბუნებრივია უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები ლურჯი და თეთრი, ხოლო მესამე, ნეიტრალური ფორმა წითელი იქნება.

იმედი გვაქვს მოგეწონებათ სიახლე და დინამოს ახალი ფორმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024