დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში დინამოელები ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდნენ. დიღმის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს. ვასილ მაისურაძის გუნდმა შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, მეოთხე წუთზე შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ტყეშელაშვილი, გაგნიძე, კვეკვესკირი, გურეშიძე, სამხარაძე, ჯიღაური, ჭეჭელაშვილი (კიტოვანი), პარუნაშვილი, ლექვთაძე (მაჭავარიანი), ზივზივაძე
გაფრთხილება: ჯიღაური, სამხარაძე