8/26/2012
უხვგოლიანი დებიუტი (EN)

დღეს დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრა გაიმართა. პირველ ტურში დინამო 2, ვანის სულორს მასპინძლობდა. რამაზ მუმლაძის დამოძღვრილმა გუნდმა მეტად თვალსასეირო შეხვედრაში დიდი ანგარიშით იმარჯვა. დინამოელებმა თამაშის პირველ ნახევარში მეტოქის კარში შვიდი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს, მეორე ტაიმში კი ანგარიში აღარ შეცვლილა. ესპანელმა თავდამსხმელმა ალბერტ იაგუემ აღნიშნულ მატჩში ჰეთ–თრიქი გაიფორმა, ლექვთაძემ ორი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო თითო–თითო გოლი ჯიღაურმა და კვეკვესკირმა შემატეს დინამოს აქტივს.

დინამო 2: სეფიაშვილი, ჯიღაური, კაკულია, ტვილდიანი, კვეკვესკირი, კაკუბავა (თარხნიშვილი 46), პაპავა, პარუნაშვილი (ფოცხვერია 67), თექთურმანიძე (გაბაშვილი 61), ლექვთაძე, იაგუე

გოლები: 1–0 ჯიღაური 8’  2–0 ლექვთაძე 17’  3–0 იაგუე 20’  4–0 კვეკვესკირი 23’   5–0 ლექვთაძე 34’  6–0 იაგუე 37’  7–0 იაგუე 44’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024